თელავში, ბატონის სასახლეში, პატრიარქი მივიდა

თელავში, ბატონის სასახლეში, პატრიარქი მივიდათელავში, ბატონის სასახლეში, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, პატრიარქი, ილია მეორე  მივიდა. ღონისძიება 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.

ადგილზე უკვე მივიდნენ მინისტრთა კაბინეტი წევრები.

ადგილზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ყველა სტუმარს ბატონის სასახლის შესასვლელთან საგანგებოდ ამოწმებენ.

პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ფიცს მასშტაბური აქციების ფონზე დადებს.

პარალელურად დაძაბულია ვითარება გურჯაანში. ოპოზიციის კოლონა გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. გზა პოლიციას აქვს ჩახერგილი. ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. არიან დაშავებულებიც.

რუსთავი 2