თორნიკე ოქრიაშვილი გუნდის გარეშე დარჩა

თორნიკე ოქრიაშვილი გუნდის გარეშე დარჩასაქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი გუნდის გარეშეა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მან კრასნოდართან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ამის მიზეზი, თუმცა ოქრიაშვილს ბოლო პერიოდში ხშირად აწუხებდა ტრავმები და ამის გამო მან ბევრი შეხვედრა გამოტოვა. თორნიკე ამჟამადაც ტრავმირებულია და უცნობია თუ სად გააგრძელებს ის კარიერას.