ტყიბულში ჩხუბის დროს 26 წლის მამაკაცი არხში ჩავარდა

ტყიბულში ჩხუბის დროს 26 წლის მამაკაცი არხში ჩავარდაინციდენტი ტყიბულში – ორ ახალგაზრდას შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაშავდა. 26 წლის მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს ერთ-ერთი მათგანი წყალანირების არხში ჩავარდა, რკინის მავთულზე დაცემის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას სხეულზე, ორ ადგილზე ნაკვეთი ჭრილობა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რუსთავი 2