უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე დუმენკო აირჩიეს

ცოტა ხნის წინ კიევში დასრულდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი კრება.

კრებაზე გამოცხადდა უკრაინული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტი საეკლესიო კრებიდან გამოვიდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბისა და მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელ ემანუილთან ერთად.

ახალი ეკლესიის ხელმძღვანელად – კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად – აირჩიეს 39 წლის ეპიფანე დუმენკო.

მიტროპოლიტი ეპიფანე – საერო ცხოვრებაში სერგეი დუმენკო – დაბადებულია 1979 წელს. გამაერთიანებელ კრებამდე ის პერეიასლავის მიტროპოლიტი იყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი