„ვანო ზარდიაშვილს ამ კომიტეტს ვერ დავუტოვებდი“ – ახალი დაპირისპირება მმართველ გუნდში

„ვანო ზარდიაშვილს ამ კომიტეტს ვერ დავუტოვებდი“ - ახალი დაპირისპირება მმართველ გუნდშისაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თანამდებობიდან გადადგა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ბესელიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზარდიაშვილმა მასთან მისი მოადგილეობიდან წასვლის შესახებ განცხადება შეიტანა და დასძინა, რომ მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ამ თანამდებობას ვანო ზარდიაშვილს ვერ დაუტოვებდა.

ბესელიამ აღნიშნა, რომ მისი წასვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების სიას უკავშირდება და დასძინა, რომ აღნიშნულ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილის და ძმის საკითხებს განიხილავდნენ.