ზუგდიდში ხორავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს – ”თავის ქალა გატეხილი აქვს, იქვე იყო სისხლიანი გრაფინი”

ზუგდიდში ხორავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ”თავის ქალა გატეხილი აქვს, იქვე იყო სისხლიანი გრაფინი”ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის მეზობლის ინფორმაციით, მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ადასტურებენ. გარდაცვლილის დის შვილის ნინო ზარანდიას ინფორმაციით, ი. კ. სახლში მარტო ცხოვრობდა და ცხედარი სახლის უკან დამხმარე ნაგებობაში აღმოაჩინეს.

„ბოლოს კონტაქტი პარასკევს საღამოს გვქონდა. შაბათიდან კი არ დავლაპარაკებივართ. ვერ დავადასტურებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. არ იმყოფებოდა იმ მდგომარეობაში, რომ თავი მოეკლა. მამამ ნახა და ის ახლა დაკითხვაზეა. თვითონ ცხედარი სახლის უკან მდებარე, დამხმარე ნაგებობაში იყო. სავარაუდოდ, თავის ქალა აქვს გატეხილი. იქვე იპოვეს სისხლიანი გრაფინი. ყველაფერი წაღებულია ექსპერტიზაზე“, – ამბობს გარდაცვლილის დის შვილი ნინო ზარანდია.

ოჯახის წევრები სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

ინტერპრესნიუსი