31 წლის გიორგი უბილავა ზუგდიდის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

31 წლის გიორგი უბილავა ზუგდიდის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვესზუგდიდში ერთ-ერთ სასტუმროში 31 წლის გიორგი უბილავა გარდაცვლილი იპოვეს.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ნათესავებთან გალში იმყოფეობოდა და ღამე ზუგდიდის სასტუმროში დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული თრობის შედეგად გარდაიცვალა.

ცხედარი დილის საათებში აღმოაჩინეს. გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.