ახმედ ჩატაევის ცხედარი კვლავ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინახება

ახმედ ჩატაევის ცხედარი კვლავ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინახებაერთი წლის წინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ორი პირისა და ახმედ ჩატაევის ცხედარი კვლავ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინახება.

ცხედრების გადაცემის მოთხოვნით სახელმწიფოსთვის ლიკვიდირებული პირებიდან არცერთის ოჯახს არ მიუმართავს. ცხედრების დაკრძალვასთან დაკავშირებით, ამ დრომდე გადაწყვეტილება არც სახელმწიფოს მიუღია.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული იქნა ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.

მეტრონომე.გე