აფხაზეთში შეიარაღებული თავდასხმები გრძელდება – ლიძავაში მოსკოველი ბიზნესმენი ააფეთქეს

აფხაზეთში შეიარაღებული თავდასხმები გრძელდება - ლიძავაში მოსკოველი ბიზნესმენი ააფეთქესრუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში 15 იანვარს ბიზნესმენის მანქანა ააფეთქეს. ადგილობრივი ე.წ სამართალდამცავების ინფორმაციით, პაკეტში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა საქარე მინასა და „კაპოტს“ შორის იყო მოთავსებული. მძღოლმა გადაწყვიტა პაკეტი თავად ამოეძრო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად მოსკოველმა ბიზნესმენმა მიხაილ ევალენკომ მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ოჯახმა სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე რთული ოპერაცია გაუკეთდა, ამოუღეს ორივე თვალი. ის ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ოჯახი მის გადაყვანას მოსკოვში გეგმავს.

საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.

საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით ევალენკო აფხაზეთში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოქალაქე მოკლეს ოჩამჩირის რაიონის, სოფელ ტამიშშიც. მიხაილ მასლოვს თავს ორი შეიარაღებული ნიღბიანი დაესხა. მასლოვი მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა.