თბილისის მერი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სოციალურ ქსელში შესაძლო გავრცელების ფაქტზე კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, მისთვის პირადი ცხოვრების გასაჯაროება მიუღებელია. დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს საქმის ვითარება.
„არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო ვრცელდებოდა, თუმცა არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. გამოძიებამ უნდა დადგინოს რასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შეიძლება კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ რაღაცას ამ მიმართულებით,“- განაცხადა კახა კალაძემ.

