ბასილაშვილმა დოჰაში მეორე მატჩიც მოიგო და ახლა ჯოკოვიჩს შეხვდება

ბასილაშვილმა დოჰაში მეორე მატჩიც მოიგო და ახლა ჯოკოვიჩს შეხვდებანიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია. ბასილაშვილი მერვედფინალში 21 წლის რუსს, მსოფლიოს 68-ე ჩოგანს ანდრეი რუბლიოვს გაუმკლავდა – 6:3, 6:4. შეხვედრა საათი და ორი წუთი გაგრძელდა. ინფორაციას 1tv.ge ავრცელებს.

მეოთხედფინალში მას მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ელოდება.