ბათუმში მამაკაცმა მანქანიდან გაისროლა

ბათუმში მამაკაცმა მანქანიდან გაისროლაბათუმში, ევროპის მოედანზე, მსუბუქი ავტომანქანიდან მამაკაცმა იარაღიდან გაისროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მამაკაცს საპატრულო ეკიპაჟმა იარაღი ჩამოართვა და ექსპერტიზაზე გადააგზავნა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.