ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სააბაზანოში ხელფეხშეკრული ახალგაზრდა აღმოაჩინეს. მას სხეულზე ძალადობის კვალიც ემჩნეოდა.
“ტვ იმედის“ ინფორმაციით, დაზარალებულმა ერთ-ერთი ბრალდებულისგან გასული წლის აგვისტოში 18.000 დოლარი ისესხა და არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ვალს არ აბრუნებდა. მის ოჯახში ყვებიან, რომ მევალე მათ ურეკავდა და თანხას მოითხოვდა, რომლის გარეშეც დატყვევებულის გათავისუფლებას არ აპირებდა.
ოჯახი 5 დღის განმავლობაში ცდილობდა თანხის შეგროვებას, თუმცა, მოგვიანებით, დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

