ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წინააღმდეგ – “ეს იყო გედი ფოფხაძის დასჯა”

ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წინააღმდეგ - "ეს იყო გედი ფოფხაძის დასჯა"გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით ფრაქციის გადაწყვეტილებას არ ვიზიარებ, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება გედევან ფოფხაძის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ფრაქცია “ქართული ოცნების” გუშინდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

ბექა ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ის ადამიანი აირჩევა, ვისაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია აქვთ.

„რაც შეეხება იმ ფორმას, როგორც გედევან ფოფხაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოხდა იურიდიულ კომიტეტში, რა თქმა უნდა, ამას არ ვიზიარებ, რადგან ამ გადაწყვეტილებამ არ დატოვა ჩემში ის შთაბეჭდილება, თითქოს ეს იყო შესაძლო პროცედურული დარღვევების გამო მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება გედევან ფოფხაძის მიმართ. გარკვეული თვალსაზრისით დასჯა გამოვიდა ფოფხაძის. ვერ გავიზიარებ ამ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩემი ფრაქცია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელვანია, რომ იურიდიულ

კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ცხადი პოზიცია აქვს მოსამართლეთა სიის მიმართ. გედევან ფოფხაძე იყო ის ადამიანი, რომელიც გამოხატავდა თავის პოზიციას ამაზე. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ ის ადამიანი, რომელსაც იურიდიული კომიტეტი აირჩევს იქნება ამ სულისკვეთების გამზიარებელი. თუ არ იქნება, ეს იქნება ძალიან არასწორი გადაწყვეტილება”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინტერპრესნიუსი