გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბესელიას „ოცნებიდან“ გარიცხვის ან „ოცნებაში“ დატოვების საკითხზე უმრასვლესობის სხდომაზე იმსჯელებენ. უმრავლესობის შეხვედრას ბიძნა ივანიშილიც დაესწრება.
„თვითონ სუბიექტის მიერ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მოლოდინია ,რომ რა თქმა უნდა, იქნება იმის საშუალება, რომ მას საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცეს და, რა თქმა უნდა, გვექნება მსჯელობა,“- ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

