„დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი“ – ნაზი ჯანეზაშვილი

„დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი“ - ნაზი ჯანეზაშვილიდღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც განცხადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა, მის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.

ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა კორპუსს მიმართა და სასამართლო სისტემის კლანურ მმართველობაზე ისაუბრა. დღეს ყველა მოსამართლე ერთხმად ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს აკრიტიკებდა.

„როცა ვსაუბრობთ პრობლემებზე, ვისაუბროთ კონსტრუქციულად, თუ თქვენ არ მოგწონთ რაიმე კონკრეტული განცხადებები, მითხარით. მაგრამ მე დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი, ნამდვილად დავრწმუნდი ამაში… ეს არ არის ჯანსაღი პროცესი… მაინც ვიტოვებ დღეს იმედს, რომ დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც არ საუბრობდნენ და დღეს არ უსაუბრიათ, მათ აქვთ განსხვავებული აზრი და დააფიქსირებენ ამ განსხვავებულ აზრს,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა