“ძირს ეგდო, ორი გასროლის ხმა გავიგეთ, ორივე მუხლშია დაჭრილი” – რა მოხდა ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე

"ძირს ეგდო, ორი გასროლის ხმა გავიგეთ, ორივე მუხლშია დაჭრილი" - რა მოხდა ვაკეში, მცხეთის ქუჩაზევაკეში, მცხეთის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ორივე მუხლის არეშია დაჭრილი.

“ძირს ეგდო. ორი გასროლის ხმა გავიგეთ. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. მეზობელი გამოვიდა და იმის ხმაზე გამოვედით ჩვენც. დაჭრილი ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა, როგორც ვიცი, ახალი გადმოსულია“, – განაცხადა მცხეთის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნიუპოსტი