ქართული ოცნების ფრაქციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს, ეკა ბესელია პოლიტიკურ შეცდომასა და რეგლამენტის უხეშ დარღვევას უწოდებს.
“რაც მოხდა ფრაქციის მხრიდან, იყო პოლიტიკური შეცდომის გარდა, ძალიან უხეში დარღვევა რეგლამენტის. კომიტეტის თავმჯდომარის არჩეული პირველი მოადგილის გედი ფოფხაძის უკან გაწვევის უფლება ფრაქციას არ ქონდა. მდინარაძემ უხეშად დაარღვია კანონი. გაგა კახიანი დუმს ამაზე ???”- წერს ეკა ბესელია ფეისბუკზე.

