ელისაშვილი – “ბესელია რომ მექრთამეა, ეს ყველამ იცოდა”

ელისაშვილი - "ბესელია რომ მექრთამეა, ეს ყველამ იცოდა"მმართველ პარტიაში დაპირისპირება არ გაჰკვირვებია “სამოქალაქო მოძრაობისა” და თბილისის მერობ­ის ყოფილ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს:

– “ქართულ ოცნებაში” რაც ხდება, ლოგიკური და მოსალოდნელი იყო. ჯერ სადღესასწაულო დღეებია, ამიტომ ცოტა თავს იკავებენ. დღესასწაულების შემდეგ გუდებს თავს მოხსნიან და ისეთი ჭუჭყი გადმოინთხევა, უფრო საშინელი საყურებელი და მოსასმენი რომ იქნება.

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ორივე ჯგუფს აქეზებს და თავად სეირს უყურებს. ეს კორუფციაში ჩაფლულთა დაპირისპირებაა. დაავიწყდათ, რომ ამ ქვეყანაში ხალხი ცხოვრობს და პრობლემები აქვს.

– ამბობთ, რომ “ოცნების” ლიდერები კორუფციაში არიან ჩაფლული. თქვენი აზრით, გამოიკვეთება თუ არა ეკა ბესელიას ბრალეულობა შეწყალების საქმეში, რაშიც თავის დროზე თქვენ დაადანაშაულეთ?

– ბესელია რომ მექრთამეა, სანამ მე ვიტყოდი, მანამდეც ყველამ იცოდა. მთელი პროკურატურა ფეხზე დადგა, რომ ეს საქმე ჩაეფარცხათ. ახლა დადასტურდება ის, რასაც ვამბობდი,

თვითონ “ქართული ოცნების” წევრები იტყვიან. ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, რამდენ ხანს დამალავდნენ? პროკურატურას რომ გამოეძია ეს საქმე, აქამდე არ მივიდოდნენ და არ გვაყურებინებდნენ ამ ჭუჭყს.

კვირის პალიტრა