“გაბუნია, ჟორჟოლიანი, ასათიანი გულისამრევი იყავით…” – გიორგი ნარმანიას “მხოლოდ ქართულში” მახე დაუგეს

"გაბუნია, ჟორჟოლიანი, ასათიანი გულისამრევი იყავით..." - გიორგი ნარმანიას "მხოლოდ ქართულში" მახე დაუგესმეგა შოუ „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალმა სოციალურ ქსელში დიდი ხმაური და მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გაბუნიამ გიორგი ნარმანიას საშუალება მნისცა საკუთარი თავისთვის ქულა თვითონ დაეწერა.

„დაწერე ისეთი ქულა, რომ არ გაგიტყდეს არც მაყურებლის, არც შენი თავის, არც ჟიურის და არც იმ კონკურსანტების, რომლებიც გელოდებიან და არც იმ კორკურსანტის, რომელიც დღეს დატოვებს პროექტს…“- მიმართა გაბუნიამ ნარმანიას.

გიორგი ნარმანიამ კონკურსანტმა საკუთარი ნამღერი 10 ქულით შეაფასა.

ამას შოუს წამყვანების, მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის რეპლიკები მოჰყვა „ათიანი რატომ დაუწერე საკუთარ თავს… მე უმაღლეს ქულას ვერ დავუწერდი ჩემ თავს… შოკში ვარ… მე მსგავსი „თავმდაბალი“ ადამიანი ჯერ არ მინახავს… უმრავლესობა თავის-თავს ათიანს ვერ დაუწერდას. “

ამაზე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ნინო ქათამაძემ თქვა „კონკურენციის რეჟიმშია, გაბედა და გააკეთა… ბრავო!“

„დარწმუნებული ვარ ჟიურის არც ერთი წევრი საკუთარ თავს 10-იანს არ დაუწერდა…“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ამას სოციალურ ქსელში მწვავე კომენტარები მოჰყვა

„არ მიყვარს უარყოფითი კომენტარების წერა,მაგრამ საზიზღრობა იყო ეს ყველაფერი. გაბუნია, ჟორჟოლიანი, ასათიანი. გულის ამრევი იყავით.. .ნარმანიას გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ აუცილებლად დავურეკავ.“

„გიორგი ნარმანია არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ გიორგი გაბუნიასგან, ეს დაუშვებელია, არცერთ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ კონკურსზე, მონაწილეს არ აკომპლექსებენ, პირიქით, გამოუცდელ ახალგაზრდა მუსიკოსს, აძლევენ შანსს, რომ ბოლომდე გაიხსნას სცენაზე, ეს იმის ბრალია, რომ ჟიურიში არ უნდა ისხდნენ არაპროფესიონალები, მათი ზედაპირული მუსიკალური განათლების მიუხედავად!!!“

„ჯიგარი ხარ ნარმანია,იდეალური გადაწყვეტილება მიიღე და გემრიელადაც „დაასკლინტე“ თავხედ გაბუნიას,რომელსაც ხალხს რომ გულს ურევს ეგ გონია პოპულარულობა და წარმატება.“

„როგორი მახე დაუგეს ნარმოს,ჯერ დააწერინეს 10იანი მერე გააკრიტიკეს ,დაბალი რო დაეწერა თვითშეფასება გაკლიაო ეტყოდნენ.კოშმარ“

ნანუკა ჟორჟოლიანმა და მაია ასათიანმა ოდნავი მორიდება და ზრდილობა რომ იქონიონ კარგი იქნება, ქალბატონო მაია ადამიანის პიროვნულობას რომ ეხებით ძალიან გამაღიზიანებელია, ეს ყველაფერი თქვენს არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს“

საბოლოოდ კონკურსი მაინც გიორგი ნარმანიამ დატოვა.

ნიუპოსტი