გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი აღარ იქნება – რა გადაწყვეტილება მიიღეს “ოცნების” შეხვედრაზე

გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი აღარ იქნება - რა გადაწყვეტილება მიიღეს "ოცნების" შეხვედრაზესაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აღარ იქნება. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დეტალებზე ფრაქციის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

ფოფხაძის თქმით, ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრებმა მისი კანდიდატურა იურიდიულიკომიტეტიდან გაიწვიეს.

ფოფხაძემ არ დააკონკრეტა იყო თუ არა საუბარი ეკა ბესელიას შესახებ.

„ფრაქციამ ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოფიციალურად მე გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან, შესაბამისად, მე არ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება და ფრაქციის ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება პირველი მოადგილე, თავმჯდომარე, არამედ ის თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე თუ საერთოდ არ იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.