გორში ელიტ კლუბი “ვარდის უბანი” გაქურდეს.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, სამეფოს ქუჩაზე მდებარე კლუბიდან ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მოპარული. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, გაქურდული ობიექტი შემოსავლების სამსახურის გვერდით მდებარეობს და შესაძლოა ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერებმაც დაეფიქსირა.
მომხდარ ფაქტზე შსს საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე აწარმოებს, როგორც “ნიუპოსტს” ძალოვანი უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 – ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან 5 წლამდე.

