გორში ორი მაღაზია გაქურდეს.
,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ორივე შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, თარხნიშვილის ქუჩაზე მოხდა. ერთი მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმელები, მეორედან კი სასურსათო პროდუქტებია წაღებული.
ორივე შემთხვევას გორის პოლიცია 177 მუხლის მეორე ნაწილით იძიებს.

