გურჯაანის ბაზარში ერთმა დამლაგებელმა მეორე სცემა – 80 წლის ქალს ფეხი აქვს მოტეხილი

გურჯაანის ბაზარში ერთმა დამლაგებელმა მეორე სცემა - 80 წლის ქალს ფეხი აქვს მოტეხილიგურჯაანის აგრარულ ბაზარში ინციდენტი მოხდა.

ნაცემია 80 წლამდე დამლაგებელი ქალი, რომელსაც ამავე ბაზრის სხვა დამლაგებელი ფიზიკურად გაუსწორდა.

დაშავებულს მოტეხილი აქვს ქვედა კიდური და მკურნალობა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი მხარეებს შორის ძველი წყენა გახდა.

ორივე მათგანი ბაზრის ტერიტორიას ალაგებდა. მათ შორის ჩხუბი ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენჯერმე სხვა დროსაც მოხდა.