იურგენ კლოპმა ალისონი შეაქო

იურგენ კლოპმა ალისონი შეაქოლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბრაზილიელ მეკარეზე ალისონზე ისაუბრა და თქვა რომ მისთვის ოდნავ მოულოდნელიც იყო ალისონის ასეთი კარგი თამაში, თუმცა კლოპმა იცოდა, რომ ის ძლიერი მეკარე იყო:

”როდესაც ალისონი ჩვენთან გადმოვიდა, მისი თამაშები ნანახი მქონდა, ამიტომ ვიცოდი რომ ის კარგი მეკარე იყო, თუმცა მან ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ალისონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მან ჩვენს გამარჯვებებში დიდი წვლილი შეიტანა”–განაცხადა იურგენ კლოპმა.