იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. კომიტეტს მათიკაშვილი ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.