ქეთევან წამებულის ქუჩაზე ტრაგედია მოხდა – CO-ს დაგროვების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.
მომხდარს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე:
„ინფორმაცია რასაც გვეუბნებიან CO-ს გაჟონვით დაიღუპა, კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, ახლობლებს, ძალიან მძიმეა. მე გამიჭირდება ვინმეზე რაღაცა ვთქვა თუ ვინ არის პასუხისმგებელი, ცხადია პრობლემა არსებობს, რამდენიმე დღის წინ მერიაში მქონდა შეხვედრა და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, ამის აუცილებლობა არის, არის შემთხვევები როცა შეიძლება კომპანიის დაუდევრობით ხდებოდეს, არის შემთხვევები, როცა მაცხოვრებლების მხრიდან ხდება, ყველამ ვიცით რომ გარე წვის გამათბობლების დაყენება დახურულ სივრცეში კატეგორიულად არ შეიძლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

