მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში დედამ საკუთარი 30 წლის ქალიშვილი ნაირა ახუნდოვა. დაჭრა.
დაზარალებულს ჭრილობა 3 ადგილზე აქვს მიყენებული. 2 გულ-მკერდის, ხოლო 1 კისრის არეში. დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა ამჟამად ის დასტაბილურდა და ექიმების განცხადებით, კონტაქტურია.
მეზობლების განცხადებით, დედა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო. დედას არ მოსწონდა ქალიშვილის საქციელი და ყოველმხრივ ცდილობდა, ამის გამო მას ოჯახი არ დანგრეოდა.
ქალი ინტიმური შინაარსის ფოტოებს მეგობარ მამაკაცს სოციალური ქსელით უგზავნიდა, რომელმაც მოგვიანებით ეს ფოტოები გაავრცელა. შედეგად გოგოს ოჯახში მისი ნათესავები შეიკრიბნენ და ამ დროს დედა-შვილს შორის კამათი მოხდა.
ნაირა ახუნდოვას ქმარი ჰყავს, ხოლო მისი მამათილი სოფლის მოლაა.
ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

