NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი: ,, პოლიციის საქმიანობის შეფასება ცალსახად პოზიტიურია’’

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი: ,, პოლიციის საქმიანობის შეფასება ცალსახად პოზიტიურია’’ ამერიკის ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევაში ქვეყანაში არსებული კრიმინალური მდგომარეობისა და პოლიციისადმი ნდობის მიმართ მოსახლეობაში არსებულ განწყობებსაც აქვეყნებს.

,,პოლიციის საქმიანობის შეფასება ცალსახად პოზიტიურია. მოსახლეობის 67 % კარგად ან ძალიან კარგად აფასებს პოლიციის საქმიანობას და დაახლოებით 20 % აფასებს ცუდად. პოლიციის საქმიანობის შეფასება, სხვებთან შედარებით, ოდნავ ნაკლებია თბილისში, თუმცა აქაც, მოსახლეობის დიდი უმეტესობა -62 % ამბობს რომ კარგად აფასებს პოლიციას. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები და განსხვავებები არ არის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და სქესს შორის“, –  აცხადებს NDI_ს საქართველოს ოფისისი ხელმძღვანელი.

ლორა თორნტონის თქმით, NDI- ასევე დაინტერესა, იმ ადამიანების პასუხებით, ვისაც რაიმე ტიპის შეხება ქონია პოლიციასთან ბოლო ორი წლის განმავლობაში, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ ეს რიცხვი მცირეა და 5 % ს შეადგენს, მათი უმეტესობა პოლიციის მხრიდან მათ საქმეზე რეაგირებით კმაყოფილია.