ნესტორ ხერგიანი აშშ-ში ვარჯიშებს ჩაატარებს

ნესტორ ხერგიანი აშშ-ში ვარჯიშებს ჩაატარებსცნობილი ქართველი ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანი აშშ-ში, ბრუკლინში ძიუდოსა და სამბოში ვარჯიშებს ჩაატარებს.

ამის შესახებ ფეისბუქში აშშ-ში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი წერს.

“ბრუკლინში გაიხსნა ძიუდოსა და სამბოს კლუბი, სადაც ვარჯიშებს ჩაატარებს, მრავალგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ათენის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი – ნესტორ ხერგიანი.
ჯგუფების შევსება დაწყებულია,” – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.