ნიკა გვარამია გიგი თევზაძის და სიკო ჯანაშიას წინააღმდეგ – “ამ კატასტროფაზე კომენტარს მერე გავაკეთებ”

ნიკა გვარამია გიგი თევზაძის და სიკო ჯანაშიას წინააღმდეგ - "ამ კატასტროფაზე კომენტარს მერე გავაკეთებ"გამოცდებიდან უნარების ამოღებას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“სიკო ჯანაშიას და გიგი თევზაძის მრევლი თუ იყო ეს ხელისუფლება განათლების პოლიტიკის (საგამოცდო) ნაწილში, რავა ვიფიქრებდი 😂

ნუ, სოფო გორგაძის დანიშვნით კი გააკეთა ამაზე მინიშნება, მარა საფიქრალად მაინც რთული იყო 😂

ps საფუძვლიან კომენტარს მომხდარ კატასტროფაზე (უნარების გამოცდის ნაწილში) მოგვიანებით დავწერ.”

გიგი თევზაძემ გვარამიას ასე უპასუხა:

“ის, რომ არსებული გამოცდების სისტემა გასაუქმებელი იყო, საქმეში ოდნავ ჩახედულისთვისაც ცხადია. “ოდნავ”-მეთქი. სოფო გორგოძეს რაც შეეხება, გამორჩეული მკვლევარი და პრაქტიკოსია. ის, რაში არ არის მართალი განათლების სამინისტრო და რაში ცდება, რამდენიმე დღეში დავწერ. იქნებ მანამდე თვითონ მიხვდეთ. 😁”