“ოცნების” დაპირისპირებულმა წევრებმა შობის დღესასწაული ერთმანეთს არ მიულოცეს

"ოცნების" დაპირისპირებულმა წევრებმა შობის დღესასწაული ერთმანეთს არ მიულოცესდღეს იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია საკუთარ გეგმებსა და არსებულ ვითარებაზე განცხადებას გააკეთებს.

„გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როგორ, ამაზე ვისაუბრებ. ბევრი თანამოაზრე გვყავს,“ – თქვა ეკა ბესელიამ.

ნიუპოსტის ცნობით, ეკა ბესელია სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიაზე მარტო მივიდა და წირვის დროს მის თანამოაზრე გედევან ფოფხაძესთან ერთად იმყოფებოდა.

სამებაში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე, მმართველი გუნდის სხვა ლიდერებიც, თუმცა „ქართული ოცნების“ დაპირისპირებულ წევრებს ერთმანეთისთვის დღესასწაული არ მიულოცავთ. წირვის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“დღეს არის შობის დღესასწაული და არ მინდა, საზოგადოება  ამ საკითხებით შევაწუხო. როდესაც არის გარკვეული სირთულეები, ეს სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​