აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის შეხვედრის პარალელურად – როსტომ მეფის სასახლესთან რამდენიმე აქცია სხვადასხვა მოთხოვნებით იმართება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეების ნაწილი ოფისში შესვლას ცდილობდა, სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ მისცეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი ითხოვს ბავშვთა სამყაროს ხანძრის სრულფასოვან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.
ნაწილი კი სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებს.

