პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – ის კორპუსის ეზოში მეზობლებმა იპოვეს

პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - ის კორპუსის ეზოში მეზობლებმა იპოვესთბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

ის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მეზობლებმა იპოვეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

თვითმხილველების განცხადებით, გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე ეზოში ხმაური გაიგონეს. დაშავებული კაცი სავარაუდოდ მათ კორპუსში მცხოვრები არ არის. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდის დაჭრის ფაქტი სხვა ადგილას მომხდარიყო და არა მათი კორპუსის ეზოში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-ში შემთხვევის დეტალებზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებთ არ საუბრობენ. ამ დროისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე.