გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი იქნება.
ხატია მოისწრაფიშვილი ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და პრესსპიკერის თანამდებობას იკავებს.
2008-2010 წლებში იყო საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
ხატია მოისწრაფიშვილი მუშაობდა ტელეკომპანია „მზეში“ , „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში.
ნიუპოსტი

