პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკიდან ამავე ბანკის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

საქმის გარშემო არსებულ დეტალებს საგამოძიებო ორგანო ჯერჯერობით არ ავრცელებს.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, თიბისი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ,“ – აცხადებენ პროკურატურაში.

განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე  არც ბანკს არ გაუკეთებია.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019