ყაზტრანსგაზის 2 თანამშრომელს, იმ ბრიგადის წევრებს, რომლებმაც დიდი დიღომში მდებარე კორპუსში გაზის გაჟონვის ფაქტი ვერ აღმოაჩინეს, ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ისინი პოლიციამ გუშინ დააკავა.
გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე (სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) და 220-ე (გულგრილობა) მუხლებით მიმდინარეობს.
ყაზტრანსგაზის თანაშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა 16 იანვარს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია და გაზის სუნი საღებავის სუნში ეშლებოდათ. რამდენიმე საათში კი ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედია დატრიალდა.
გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა

