ქუთაისში, ე.წ საღორიას დასახლებაში, მიკროავტობუსი მოიპარეს.
მოპარული მიკროავტობუსი სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ მიკროავტობუსი დაზიანებული არ არის. გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე. მას პატრონს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაუბრუნებენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177- ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიცია ქურდობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს.

