რატომ გაქრა აფთიაქებიდან ”ტამიფლუ” – ”მარაგები 10 იანვრიდან შეივსება”

რატომ გაქრა აფთიაქებიდან ”ტამიფლუ” - ”მარაგები 10 იანვრიდან შეივსება”გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ აფთიაქებში პრეპარატ ტამიფლუს დეფიციტია.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ტამიფლუს მარაგები 10 იანვარიდან შეივსება და მას, საჭიროების შემთხვევაში, უფასოდ მიიღებენ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტები.

დავით სერგეენკო მოსახლეობას ურჩევს, რომ ვირუსის სიმპტომების დროს დროულად მიმართონ ექიმს.