რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს

რუსთავში მაღაზია დააყაჩაღესრუსთავში, რუსთაველის ქუჩა #18-ში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, 25-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, მაღაზიაში ცივი იარაღითა და ხელჯოხით შევიდა და თანხის მიცემა მოითხოვა.

მაღაზიის მეპატრონეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და თანხა მისცა. წაღებულია 300 ლარი და მობილური ტელეფონი. როგორც დაზარალებული აცხადებს, ამ წუთებში მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ინტერპრესნიუსი