საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიესსაპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუნჯუა ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

ხმების რაოდენობით, მეორე ადგილი ირმა ჭკადუამ დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე ხუნჯუა 2 წლის ვადით აირჩიეს.

„ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს ახალი თავჯდომარედ აირჩიეს.

საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა), საპროკურორო საბჭოს თავჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.

საპროკურორო საბჭოს წევრთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოება – თავმჯდომარე ყოფილიყო გამსვლელი პროკურორი, ამასთან, წევრები ამ გადაწყვეტილებით მიესალმებიან პროკურატურის საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერებას“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუსი