ვანო ზარდიაშვილის შეხვედრა მოსამართლეებთან – აღნიშნულზე კომენტარი თავად ზარდიაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი მეგობრებს შემთხვევით შეხვდა:
“შემთხვევით შევხდი ჩემს მეგობრებს ქაშუეთის ეკლესიის წინ, ზუსტად 5 წუთი ვისაუბრეთ. თემა თუ გაინტერესებთ, ეს იყო – ჩვენს მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და ვისაუბრეთ იმაზე, უნდა წავსულიყავით თუ არა დღეს, გვიანი იყო თუ შეიძლებოდა მისვლა. შესაბამისად მივიჩნიეთ, რომ დღეს გვიანი იყო და დავიშალეთ. რაღაცა მსგავს სიებზე თუ მნიშვნელოვან საკითხზე, რუსთაველის გამზირზე, ღიად ხალხი არ საუბრობს, ხო?”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

