“შსს-მ აკაკი ზოიძის ძმა დაიჭირა, რომელიც ივანიშვილმა გააშვებინა”

"შსს-მ აკაკი ზოიძის ძმა დაიჭირა, რომელიც ივანიშვილმა გააშვებინა"ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ბოლო დროს შესამჩნევად გააქტიურდა. შედარებით ზომიერი ზოიძე გაცილებით აგრესიული გახდა ოპონენტებისა და ზოგადად, ოპოზიციის მიმართ.

რა არის დეპუტატის „გამოღვიძების“ მიზეზი?

„პრესა.ჯი“-ს პოლიციიდან აცნობეს  რომ ცოტა ხნის წინ, შსს-მ აკაკი ზოიძის ძმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ამბების გამო დაიჭირა.

თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე ზოიძემ „რკინის ქალამნები“ ჩაიცვა და ძმის გათავისუფლების თხოვნით ივანიშვილს მიმართა.

ოლიგარქმა შეისმინა ზოიძის თხოვნა-მუდარა და მისი ძმა გააშვებინა. სამაგიეროდ კი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ზომიერ თავმჯდომარეს „მეტი ჩართულობისაკენ“ მოუწოდა.

დეპუტატმა მოგვიანებით გააცნობიერა რომ თუ ივანიშვილს თავს არ მოაწონებდა ოპოზიციის მიმართ გამოჩენილი აგრესიით, მისი ოჯახის წევრი კვლავ ციხეში აღმოჩნდებოდა.

ამიტომაც, ბატონი აკაკი ეთერიდან ეთერში დარბის და ოპოზიციას მაქსიმალურად ლანძღავს, რათა როგორმე ძმის „სვაბოდა“ დაიბევოს.

კაკი ზოიძეს, კომენტარისათვის ზუსტად 6 ჯერ დავურეკეთ და სმს-იც მივწერეთ, თუმცა, რატომღაც ის „პრესა.ჯი“-ს ზარებს არ პასუხობს.

დავრეკეთ შს სამინისტროს პრესსამსახურშიც, რომლის წარმომადგენელიც დახმარებას დაგვპირდა. გვითხრა რომ გაგვირკვევდა – რატომ და როდის იყო დაკავებული დეპუტატის ძმა.

საბოლოოდ, შსს-დან დაგვირეკეს და გვითხრეს რომ „ბოლო ერთი თვის განმავლობაში გვარად ზოიძე ნარკო-დანაშაულზე დაკავებული არ ყოფილა“.

როგორც ჩანს, ჯერ დაკავების და შემდეგ არალეგალურად გაშვების გამო, დეპუტატის ძმის დაკავების ფაქტი საერთოდ გაქრა გახარიას სამინისტროდან.

პრესა.ჯი