თბილისის აეროპორტის თანამშრომელი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს 

თბილისის აეროპორტის თანამშრომელი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების კუთვნილი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქურდობა აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირეს.

ინფორმაცია “პრაიმტაიმს” შსს-შიც დაუდასტურეს. უწყებაში განგვიმარტეს, რომ აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” თანამშრომელი, კერძოდ კი მტვირთავი-მუშა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვე პუნქტით არის დაკავებული.

პრაიმტაიმი