თბილისში ჰარდროკ კაფე გაქურდეს

თბილისში ჰარდროკ კაფე გაქურდესთბილისში “ჰარდროკ კაფე” გაქურდეს. თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კაფე მდებარეობს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სავარაუდოდ, ქურდობაში არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით დაიწყო.