თბილისში პატრულ-ინსპექტორი დაჭრეს

თბილისში პატრულ-ინსპექტორი დაჭრესთბილისში პატრულ-ინსპექტორი დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, მაგრამ მიზეზები არ კონკრეტდება. დაჭრილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.

სამართალდამცავი 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭრა.

შსს-ს ინფორმაციით 7 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველო აწარმოებს.

ნიუპოსტი