თბილისში საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

თბილისში საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავესთბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 4 იანვარს გაავრცელა.

“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი “სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოშიც ადასტურებენ.