თელეთში დედამ შვილი დაჭრა

თელეთში დედამ შვილი დაჭრაგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთდაპირისპირებისას შვილმა დედას სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

როგორც 1Tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.