თიანეთში ოლეგ შუშანაშვილი საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს – მოკლულია მისი მეზობელი, 1 ადამიანი დაჭრილია

თიანეთში ოლეგ შუშანაშვილი საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს - მოკლულია მისი მეზობელი, 1 ადამიანი დაჭრილიაცოტა ხნის წინ თიანეთში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოკლულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი.

მკვლელობა ოლეგ შუშანაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. მოკლულია თავად 57 წლის ოლეგ შუშანაშვილიც. მასთან ერთად მოკლულია მისი მეზობელი.

სავარაუდოდ, ჩხუბი სახლში დაიწყო და ეზოში გაგრძელდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა  ოლეგ შუშანაშვილის ძმა. გოჩა შუშანაშვილი მის ძმასა და მეზობლებს შორის კონფლიქტს გამორიცხავს.

ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ის თიანეთში ხარაგაულიდან იყო ჩასული.

დაპირისპირება მამაკაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა. დაჭრილი, სავარაუდოდ, საავადმყოფოში დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა. ექიმების თქმით, ტყვია, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან აქვს ნასროლი.

დაჭრილ მამაკაცს არ უთქვამს, რომ შემთხვევის ადგილზე სხვა დაჭრილებიც იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაპირისპირების დეტალები დგინდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეების ვინაობის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ.

რუსთავი 2

თიანეთში ოლეგ შუშანაშვილი საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს - მოკლულია მისი მეზობელი, 1 ადამიანი დაჭრილია