წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღესწინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს.

მაღაზია „ორი ნაბიჯის“ დაყაჩაღებისას თავდამსხმელებმა, რომელთაგან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით, მეორე კი დანით იყო შეიარაღებული მაღაზიიდან 400 ლარამდე თანხა წაიღეს.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.

მომხდარს შსს 179-ე მუხლით იძიებს.